ავტორიზაცია

"უკვე გვიპასუხეს, თანაც უხეშად", - პერესმა დაადასტურა, რომ რეალმა პსჟ-ს მბაპეს ტრანსფერზე მიმართა

"უკვე გვიპასუხეს, თანაც უხეშად", - პერესმა დაადასტურა, რომ რეალმა პსჟ-ს მბაპეს ტრანსფერზე მიმართა
თარიღი 25 Aug 2021, 23:54

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა "პსჟ"-სთან თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრანსფერზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

"უკვე გვიპასუხეს, თანაც უხეშად", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს ესპანელი კომენტატორი, ხოსე მანუელ მორენო.

აქამდე პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ განაცხადა, რომ კლუბი მზად არის 22 წლის ფრანგი "რეალში" გაუშვას, თუმცა მხოლოდ თავისი პირობებით.

მოგეხსენებათ, "ბლანკოსმა" "პსჟ"-ს კილიანის სანაცვლოდ 160 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უმალვე უარი მიიღო.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ფრანგული გუნდის მაისურით 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.