ავტორიზაცია

ფერდინანდი: "არსენალის ფანების ადგილას, ტოპ-ათეულში ადგილითაც კმაყოფილი ვიქნებოდი"

ფერდინანდი: "არსენალის ფანების ადგილას, ტოპ-ათეულში ადგილითაც კმაყოფილი ვიქნებოდი"
თარიღი 26 აგვ 2021, 00:42

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა მიმდინარე სეზონში "არსენალის" პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

"ფანების ადგილას, პირველ ათეულში ადგილით კმაყოფილი ვიქნებოდი. ვფიქრობ, ეს კლუბი სეზონს მე-9 ადგილზე დაასრულებს. ნება მომეცით ვნახო, რომელ პოზიციაზეა ახლა... მე-19!".

"ბრაიტონი" ახლავე გაანადგურებს "არსენალს". "ბრაიტონი" თქვენთვის სერიოზულ პრობლემად იქცა".

"ჯერ კიდევ ფიქრობს ვიღაც "არსენალზე", თითქოს მის მაისურზე ლოგოტიპი O2-ია (მობილური ოპერატორი, რომელიც 2002 წლიდან 2012 წლამდე კლუბის სპონსორი იყო) გამოსახული. დიახ, "ბრაიტონი" "არსენალს" გაანადგურებს, ჩემო ძვირფასებო!", - განაცხადა ფერდინანდმა.