შეთანხმება მიღწეულია — ოდრიოსოლა რეალიდან სხვა გუნდში გადადის
მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი, ალვარო ოდრიოსოლა კლუბიდან წასვლასთან ახლოს არის, იტყობინება ფაბრიციო რომანო.
გავლენიანი ჟურნალისტის ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" 25 წლის ესპანელის ერთწლიან იჯარაზე "ფიორენტინას" წინადადება დათანხმდა და ტრანსფერის პირობები შეათანხმა.
ახლა კი, კლუბები თავად ფეხბურთელის თანხმობას ელიან. მხარეები ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ.
გასულ სეზონში ოდრიოსოლამ, რომელსაც "რეალთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.