ვაკო კვლავ გამოარჩიეს - ქართველი კორეაში საუკეთესოთა შორისაა

კორეის ჩემპიონატის 27-ე ტურში "ულსან ჰიუნდაი" "სეულს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი იყო, რომელმა დუბლი შეასრულა.
ვაკო კორეაში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს და ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.