ავტორიზაცია

საინტერესო ფაქტი: ჩემპიონთა ლიგაზე გასული შერიფის მწვრთნელის სახელს საქართველოს ნაკრებს უკავშირებდნენ

საინტერესო ფაქტი: ჩემპიონთა ლიგაზე გასული შერიფის მწვრთნელის სახელს საქართველოს ნაკრებს უკავშირებდნენ
თარიღი 26 Aug 2021, 11:38

ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მთავარი სენსაცია - ტირასპოლის "შერიფი", რომელმაც საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფში ზაგრების "დინამო" დაამარცხა.

მოლდოვური გუნდის მთავარი მწვრთნელი არის იური ვერნიდუბი, რომლის სახელს გასული წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქტიურად უკავშირებდნენ.

საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც "ჯვაროსნები" ერთა ლიგის ფინალში დამარცხდნენ ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რის შედეგადაც ვლადიმირ ვაისი თანამდებობიდან გადადგა.

სწორედ სლოვაკი დამრიგებლის წასვლის შემდეგ გაჩნდა ცნობები უკრაინელი მწვრთნელის დანიშნვის შესახებ, რომელსაც ცოტა ხნით ადრე, სოლიგორსკის "შახტიორთან" ერთად ბელარუსის ჩემპიონობა ჰქონდა გაფორმებული.

"შავ-ყვითლების" ამჟამინდელი დამრიგებელი იქამდე მუშაობდა ლუგანსკის "ზარიაში", რომელიც მან აგრეთვე სენსაციურად ევროპა ლიგის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

პროგნოზი არ გამართლდა, სლავი მწვრთნელი ჩვენს ნაკრებში არ მოვიდა, ეს პოსტი დაიკავა ვილი სანიოლმა, თავად მან კი მიაშურა "შერიფს", რომელთან ერთადაც ევროპაში პატარა სასწაული გამოადნო.

მალტამ და ფარერებმა გაგვასწრო - რომელ ადგილზეა საქართველო საკლუბო რეიტინგში?