ოფიციალურად: საქართველო-კოსოვოს მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. "ჯვაროსნები" მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ჩაატარებენ, სადაც კოსოვოს უმასპინძლებენ.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბათუმში გასამართი შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის. მოგეხსენებათ, 4 სექტემბრამდე საქართველოში მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, რაც კორონავირუსის პანდემიასა და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეგახსენებთ, კოსოვოსთან მატჩი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.