ავტორიზაცია

მიქაუტაძე სექტემბერში ვერ დაგვეხმარება? - ქართველი ფორვარდი შეუძლოდ გახდა

მიქაუტაძე სექტემბერში ვერ დაგვეხმარება? - ქართველი ფორვარდი შეუძლოდ გახდა
თარიღი 22 Aug 2021, 18:15

საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებისთვის შესაძლოა გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმაროს. 

GOAL.GE-ს ინფორმაციით, 20 წლის თავდამსხმელმა რეიმსთან მატჩისწინა ვარჯიშზე თავი შეუძლოდ იგრძნო და მოედანი ნაადრევად დატოვა. სწორედ ამ მიზეზით არ იყო მეცის განაცხადში ქართველი ფორვარდი.

დიდი ალბათობით, გიორგი მიქაუტაძე ვილი სანიოლის სანაკრებო სიაში მაინც იქნება, რომელიც ორშაბათს, 23 აგვისტოს დაიდება, თუმცა უახლოეს დღეებში გადაწყდება, შეძლებს თუ არა მეცის ფორვარდი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადებას.

GOAL.GE-მ ის ინფორმაციაც გაუწყათ, რომ მიქაუტაძის ბელგიურ სერენში იჯარით დაბრუნების შანსი დიდია, რადგან მეცში საწყის ტურებში სათამაშო დრო არ მიეცა, თუმცა ეს საკითხი დახურული არაა.

საქართველოს ნაკრები სექტემბერში 3 მატჩს გამართავს. 2 სექტემბერს ბათუმში, კოსოვოსთან. 5 სექტემბერს ესპანეთში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან სტუმრად, ამხანაგური შეხვედრის სტატუსით.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია