ავტორიზაცია

რეალი არ ნებდება და პსჟ-ს მბაპეს ტრანსფერზე გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს

რეალი არ ნებდება და პსჟ-ს მბაპეს ტრანსფერზე გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
თარიღი 26 Aug 2021, 19:08

მადრიდის "რეალი" "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ხელში ჩაგდებით კვლავ დაინტერესებულია.

გუშინ, 25 აგვისტოს, პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ დაადასტურა, რომ 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი გუნდის დატოვებას აპირებს.

როგორც ცნობილი გამოცემა RMC იტყობინება, "ბლანკოსს" ხელი არ ჩაუქნევია, მიუხედავად "პსჟ"-ს მხრიდან პირველ წინადადებაზე მტკიცე უარისა. პარიზელები ფეხბურთელის 160 მილიონ ევროდ გაშვებას არ დათანხმდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული გრანდი შეთავაზებას გაზრდის. მოქმედი ხელშეკრულების ვადა კილიანს "პსჟ"-სთან 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

მბაპე "პსჟ"-ში 2017 წელს "მონაკოდან" იჯარით გადავიდა, შემდეგ კი კლუბმა მისი კონტრაქტი 145 მილიონად შეისყიდა. ამ დროის განმავლობაში მან პარიზელთა მაისურით 174 მატჩი ჩაატარა, 133 გოლი გაიტანა და 63 შედეგიანი პასი გააკეთა.