ავტორიზაცია

დეტალები ცნობილია — კეინი ტოტენჰემში დარჩა, თუმცა ხელფასის გაზრდას ითხოვს

დეტალები ცნობილია — კეინი ტოტენჰემში დარჩა, თუმცა ხელფასის გაზრდას ითხოვს
თარიღი 26 აგვ 2021, 19:48

"ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი კლუბის ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდას ითხოვს, იტყობინება The Times.

ცნობილი ბრიტანული გამოცემის თანახმად, 28 წლის ინგლისელს კვირაში 467 ათასი ევროს გამომუშავება სურს. აღსანიშნავია, "დეზების" კაპიტანს ანაზღაურება 2020 წლის ზაფხულშიც გაუზარდეს, როცა "ტოტენჰემმა" მისი გაყიდვა იუარა.

გუშინ, 25 აგვისტოს, ინგლისელმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ამ ზაფხულს გუნდს არ დატოვებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" კეინის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

გასულ სეზონში ლონდონელთა წამყვანმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი პასი გააკეთა.