რეალი მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე პსჟ-ს რეაქციით გაკვირვებულია
"რეალი" თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით "პსჟ"-ს რეაქციით გაკვირვებულია, იტყობინება Marca.
გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ განაცხადა, რომ კლუბი მადრიდელთა საქციელით უკმაყოფილოა. თავად 22 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "ბლანკოსში" გადასვლა უნდა.
"რეალში" მიიჩნევენ, რომ მაქსიმალურად კორექტულად იქცევიან.
შეგახსენებთ, მბაპე "პსჟ"-ში "მონაკოდან" 2017 წელს იჯარით გადავიდა, შემდეგ კი მისი კონტრაქტი 145 მილიონ ევროდ შეისყიდეს. ამ დროის განმავლობაში კილიანმა პარიზელთა მაისურით 174 მატჩი ჩაატარა, 133 გოლი გაიტანა და 63 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მბაპეს "პარი სენ ჟერმენთან" მომავალ ზაფხულს ეწურება.