ავტორიზაცია

უეფამ 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა

უეფამ 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა
თარიღი 26 აგვ 2021, 21:21

უეფამ ამ წუთებში მიმდინარე კენჭისყრაზე 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელიც დაასახელა.

ასე და ამგვარად, აღნიშნული ჯილდო "ჩელსის" თავკაცს, ტომას ტუხელს ერგო.

მოგეხსენებათ, 47 წლის გერმანელმა სპეციალისტმა "არისტოკრატებთან" ერთად გასულ სეზონში ევროპის მთავრი საკლუბო ტურნირი მოიგო.

გარდა ტუხელისა, ამ ჯილდოსთვის პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი") და რობერტო მანჩინიც (იტალიის ნაკრები) იბრძოდნენ.