ავტორიზაცია

უეფამ 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა

უეფამ 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა
თარიღი 26 აგვ 2021, 21:29

უეფამ სტამბულში გამართულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც დაასახელა.

ასე და ამგვარად, აღნიშნული ჯილდო "ჩელსის" ნახევარმცველს, ჟორჟინიოს ერგო.

29 წლის იტალიელმა გასულ სეზონში "არისტოკრატებთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ეროვნული ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

გარდა ჟორჟინიოსი, ამ ჯილდოსთვის კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი", ბელგია) და ნ'გოლო კანტეც ("ჩელსი", საფრანგეთი) იბრძოდნენ.