უკანასკნელი შეთავაზება — რეალმა პსჟ-ს მბაპეს ტრანსფერზე კიდევ ერთხელ მიმართა
უკვე არაერთი ავტორიტეტული და სანდო წყარო იტყობინება იმის შესახებ, რომ "რეალმა" "პარი სენ ჟერმენს" თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრანსფერზე საბოლოო წინადადებით მიმართა.
მოგეხსენებათ, აქამდე, პარიზელებმა მადრიდელთა 160 მილიონ ევროიანი შეთავაზება იუარეს.
ახლა კი, "სამეფო კლუბი" მზად არის 22 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავში 170 მილიონი გადაიხადოს + 10 მლნ ბონუსების სახით.
როგორც ცნობილია, "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა მბაპეს სანაცვლოდ 220 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა 200-მილიონიან წინადადებასაც განიხილავს.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა კილიანს პარიზულ კლუბთან მომავალ ზაფხულს ეწურება და ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, რადგან "რეალში" გადასვლა უნდა.