ავტორიზაცია

მბაპეს მამა პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ურჩევს, ადვოკატი კი - რეალში გადასვლას

მბაპეს მამა პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ურჩევს, ადვოკატი კი - რეალში გადასვლას
თარიღი 26 Aug 2021, 22:42

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მამა პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივების მომხრეა.

ვილფრიდ მბაპემ თავის შვილს პარიზელთა წინადადებაზე დათანხმება და 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება ურჩია, სეზონში 36 მილიონ ევროიანი ხელფასით.

მიუხედავად ამისა, კილიანის ადვოკატი, დელფინ ვერჰეიდენი, 22 წლის ფრანგს "რეალში" გადასვლას ურჩევს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა El Confidencial.

ადვოკატმა ფრანგს შეახსენა, რომ მას "ფეხბურთის ისტორიის დაწერა და თავისი კვალის დატოვება" სურს, "პსჟ"-ში მას დიდი ხელფასი ექნება, მაგრამ მადრიდში სარეკლამო კონტრაქტების ხარჯზე კიდევ უფრო მეტის გამომუშავებას შეძლებს.

მოგეხსენებათ, მბაპე 2017 წელს "მონაკოდან" "პსჟ"-ში სწორედ მამის რჩევით გადავიდა. ახლა კი, უფრო ადვოკატს უსმენს.