იუვენტუსი მიზერულ თანხას ითხოვს — სიტი მზადაა რონალდუ დაიმატოს, თუმცა მხოლოდ უფასოდ

"მანჩესტერ სიტი" მზად არის "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ თავისი პირობებით დაიმატოს.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იტყობინება, "ქალაქელებს" 36 წლის პორტუგალიელის ხელში ჩაგდება უფასოდ სურთ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.
ინგლისურ კლუბში იმედი აქვთ, რომ კრიშტიანუს აგენტი, ჟორჟე მენდეში, რომელიც დღეს "იუვენტუსის" ხელმძღვანელებს ტურინში შეხვდა, კრიშტიანუს უფასოდ გაშვებაზე შეთანხმებას მიაღწევს.
"იუვე" კი, თავის მხრივ, მინიმუმ 25 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, რათა თავიდან აიცილოს კაპიტალის დანაკარგი, გაუფასურების გათვალისწინებით.