ავტორიზაცია

რონალდუს აგენტი ტურინშია - მხარეები სიტიში ტრანსფერს განიხილავენ

რონალდუს აგენტი ტურინშია - მხარეები სიტიში ტრანსფერს განიხილავენ
თარიღი 26 Aug 2021, 15:05

Sky Sport-ის თანახმად, კრიშტიანუ რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში ტურინში ჩაფრინდა. პორტუგალიელი თავდამსხმელის წარმომადგენელი "იუვენტუსის" უფროსობას გაესაუბრება.

შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალბატონის" ლიდერს სურს თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვება და "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა, თუმცა ეს ასეთი მარტივი არ არის.

"ბიანკონერი" თავისი შვიდიანის სანაცვლოდ ითხოვს მინიმუმ 30 მილიონ ევროს, რაც "ქალაქელებისთვის" მიუღებელია. პირენეელი ფორვარდის აგენტი "იუვეს" ბოსებთან საუბარში სწორედ ფასის დაგდებას შეეცდება.

რაც შეეხება "ლურჯების" წინადადებას - ორწლიანი კონტრაქტი და ყოველწლიური ხელფასი 15 მილიონი ევროს სახით. 36-წლის შემტევი აღნიშნულ შემოთავაზებას დათანხმდა.