ტოპ კლუბები კიეზას არ ეშვებიან, თუმცა იუვენტუსი პოზიციას არ ცვლის
ბრწყინვალედ ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ფედერიკო კიეზას სახელი პრესამ არაერთ ტოპ კლუბს დაუკავშირა.
პირველ რიგში გამოსარჩევია ორი - მიუნხენის "ბაიერნი" და ლონდონის "ჩელსი". ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "არისტოკრატებმა" "ბებერ ქალბატონს" წინადადებითაც კი მიმართეს.
"ბიანკონერიმ" მტკიცე უარით გაისტუმრა როგორც "ლურჯები", ისე "რეკორდმაისტერიც", რადგან იტალიელი შემტევი ხელშეუხებელია.
მასიმიალიანო ალეგრი თავის შეგირდზე ამყარებს ძალიან დიდ გეგმებს და მისი გაყიდვა არც მომავალში იქნება პრიორიტეტული.
შეგახსენებთ, აპენინელი ვინგერი "იუვენტუსში" გადმოვიდა 2020 წლეს და ამ დროის განმავლობაში მან 43 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოასწრო.