"იუვენტუსმა კიეზა ბინძურად მოგვპარა", - ფიორენტინას პრეზიდენტი
ფლორენციის "ფიორენტინას" პრეზიდენტმა, როკო კომისომ მწვავედ გააკრიტიკა ტურინის "იუვენტუსი", რომელშიც გასული სეზონის სტარტზე ფედერიკო კიეზა გადავიდა:
"როგორ გადმოიბირა იუვენტუსმა კიეზა? მას შესთავაზეს ბევრი ფული, რითაც ის მოგვპარეს. სწორედ ამით განსხვავდებიან ტურინელები ფინანსურად არც ისე ძლიერი კლუბებისგან.
ბარსელონა, "ბებერი ქალბატონი" და ინტერი თავიანთი ბინძური საქმიანობის გამო იხრჩობიან ვალებში. რაც მიიღეს, ის დაიმსახურეს", - განაცხადა იტალიელმა ბიზნესმენმა.
შეგახსენებთ, "ბიანკონერიმ" იტალიელი შემტევი განათხოვრების წესით აიყვანა ორი სეზონით, "იებმა" მიიღეს 10 მილიონი, გამოსყიდვის შემდეგ კი გადასახდელი კიდევ 40 მილიონი ევრო იქნება.