პიანიჩის იუვენტუსში დაბრუნება პრაქტიკულად გამოირიცხა
Diario Sport-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესებულია "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველით, მირალემ პიანიჩით, თუმცა კლუბს რამდენიმე მოთხოვნა აქვს.
პირველი - "ბებერ ქალბატონს" არ სურს ბოსნიელი ჰავბეკისთვის ხუთ მილიონ ევროზე მეტი ხელფასის გადახდა. მეორე - "ბიანკონერი" ითხოვს ორწლიან იჯარას, გამოსყიდვის აუცილებლობის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელებისგან ან მათი შუახაზელისგან იქნება უარი, "იუვენტუსი" აღნიშნულ ტრანსფერს აღარ დაუბრუნდება. "ბლაუგრანას" რვიანის მომავალი ამ კვირის ბოლომდე გაირკვევა.
შეგახსენებთ, ბალკანელი ნახევარმცველის გარდა, ტურინელები აგრეთვე მუშაობენ უსემ აუარის ტრანსფერებზეც. ევროპული პრესა დარწმუნებულია, რომ ამ ორი მოთამაშიდან მინიმუმ ერთი, "ბებერ ქალბატონში" აუცილებლად გადავა.