ავტორიზაცია

სიტის ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა რონალდუს ტრანსფერს შეეწიროს

სიტის ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა რონალდუს ტრანსფერს შეეწიროს
თარიღი 26 Aug 2021, 10:42

კრიშტიანუ რონალდუს ტურინის "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა კვლავ აქტუალურია. მხარეები ჯერჯერობით პორტუგალიელი თავდამსხმელის ფასზე ვერ თანხმდებიან.

ფაბრიციო რომანოს ცნობების თანახმად, "ბებერი ქალბატონის" ლიდერის ტრანსფერს შეიძლება შეეწიროს "ქალაქელების" ერთ-ერთი ფეხბურთელი, უფრო კონკრეტულად კი რომელიმე შემტევი.

"ლურჯები" "ბიანკონერის" სთავაზობენ გაბრიელ ჟეზუსს, თუმცა იტალიელებს აღნიშნული ვარიანტი არ ხიბლავთ და თავიანთი შვიდიანის სანაცვლოდ ფულად თანხას ითხოვენ.

"იუვენტუსის" მიზანია პირენეელი შემტევის ტრანსფერზე 30 მილიონი ევროს გამომუშავება, თუმცა "ეტიჰადელები" 36-წლის ფეხბურთელში ამხელა ფულის გადახდას არ გეგმავენ.