ავტორიზაცია

ახალი დეტალები — რონალდუ გვარდიოლას უკვე ესაუბრა, ალეგრის სანაცვლოდ სიტის ფეხბურთელი სურს

ახალი დეტალები — რონალდუ გვარდიოლას უკვე ესაუბრა, ალეგრის სანაცვლოდ სიტის ფეხბურთელი სურს
თარიღი 26 Aug 2021, 22:55

პორტუგალიელი ჟურნალისტი, გონსალუ ლოპეში "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ლოპეშის ცნობით, 36 წლის სუპერვარსკვლავის "ქალაქელთა" რიგებში ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ახლა კი, დეტალებზე საუბრობს.

როგორც აღინიშნება, კრიშტიანუმ სიტუაცია უკვე განიხილა "ქალაქელთა" მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან, ტრანსფერის ბედი კი აგენტ ჟორჟე მენდეშსა და "იუვენტუსზეა" დამოკიდებული.

თავის მხრივ, "ბებერი ქალბატონის" მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის სანაცვლოდ "სიტის" ნახევარმცველის, ბერნარდო სილვას მიღება უნდა, თუმცა თავად ფეხბურთელს კარიერის გასაგრძელებლად ესპანეთის ვარიანტი ურჩევნია. 

როგორც ლოპეში იტყობინება, "იუვე" მზად არის რონალდუ გაუშვას, მაგრამ მენდეშს "მანჩესტერ სიტისგან" ოფიციალური წინადადების გაგზავნა მოსთხოვა.