ავტორიზაცია

პარი სენ ჟერმენის პრეზიდენტი: "კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი არც კი განიხილება"

პარი სენ ჟერმენის პრეზიდენტი: "კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი არც კი განიხილება"
თარიღი 26 Aug 2021, 23:02

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

პარიზელთა ხელმძღვანელის განცხადებით, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი პარიზულ კლუბში არ გადავა.

"კრიშტიანუ რონალდუს შეძენა არც კი განიხილება", - განაცხადა ალ ხელაიფიმ beIN Sports-თან ეთერში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუს აგენტი, ჟორჟე მენდეში "მანჩესტერ სიტისთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს და როგორც ხედავთ, სწორედ "ქალაქელები" არიან რონალდუს დამატების მთავარი პრეტენდენტები.

მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს "პარი სენ ჟერმენმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით მსოფლიო ფეხბურთის სხვა სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი დაიმატა, თანაც უფასოდ.