13-წლიანი პაუზის შემდეგ: ანორთოსისი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს!

ანორთოსისმა კონფერენს ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ბერ-შევას ჰაპოელი 3-1 დააამარცხა და ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
შეუცვლელად ითამაშა კვიპროსელთა შემადგენლობაში მეკარე გიორგი ლორიამ, ფორვარდი ნიკა კაჭარავა კი სათადარიგოთა შორის იყო.
ანორთოსისმა ევროტურნირებზე თამაში ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, თუმცა მათ ვენის რაპიდმა აჯობა, საიდანაც კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლეს.
ბოლოს ანორთოსისმა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე 2008 წელს ითამაშა და მაშინ გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო. ახლაც, კვიპროსელებს სწორედ ქართველი წვრთნის.