ავტორიზაცია

რონალდუს იუნაიტედის გამო სიტიში გადასვლა არ უნდოდა, მაგრამ აგენტმა დაითანხმა

რონალდუს იუნაიტედის გამო სიტიში გადასვლა არ უნდოდა, მაგრამ აგენტმა დაითანხმა
თარიღი 26 Aug 2021, 23:11

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს მომავალი კვლავ გაურკვეველია.

როგორც პორტუგალიელი ჟურნალისტი, გონსალუ ლოპეში იტყობინება, 36 წლის სუპერვარსკვლავს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის ვარიანტში ეჭვი ეპარებოდა, რაც იმას უკავშირდება, რომ კრიშტიანუ 2003 წლიდან 2009 წლამდე "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.

მოგეხსენებათ, რონალდუ "ეშმაკუნებთან" ერთად ინგლისის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

მიუხედავად ამისა, წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის დარწმუნება მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, უშუალოდ მენდეში აწარმოებს "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკებებს, განიხილავს პირად პირობებსა და კონტრაქტს. თუმცა, ამავდროულად, "იუვენტუსი" რონალდუს სანაცვლოდ 28-30 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო "ქალაქელებს" მისი დამატება უფასოდ სურთ.