ხელფასი და კონტრაქტის ხანგრძლივობა — მანჩესტერ სიტი და რონალდუ შეთანხმდნენ!

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ სიტის" პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა.
36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "ქალაქელებთან" 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და გუნდში 2023 წლამდე დარჩება.
ახალ კლუბში კრიშტიანუს წლიური ხელფასი 20 მილიონი ევრო იქნება, იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
შეგახსენებთ, რონალდუ 2018 წლიდან "იუვენტუსში" თამაშობს. გასულ სეზონში იგი 29 გოლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა 5-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელს ტურინულ გრანდთან 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.