ავტორიზაცია

ტრანსფერი გარდაუვალია — მბაპემ პსჟ-ს ფეხბურთელებს აცნობა, რომ რეალში გადადის!

ტრანსფერი გარდაუვალია — მბაპემ პსჟ-ს ფეხბურთელებს აცნობა, რომ რეალში გადადის!
თარიღი 27 აგვ 2021, 00:31

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ახლოს არის.

როგორც Cuatro იტყობინება, 22 წლის ფრანგმა პარიზულ გუნდში თანაგუნდელებს მომავალი ტრანსფერის შესახებ უკვე ამცნო და მათ დაემშვიდობა.

სავარაუდოდ, მადრიდელებსა და პარიზელებს შორის გარიგება ოფიციალურად უახლოეს ორ დღეში გაფორმდება.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ "პსჟ" "რეალის" საბოლოო შეთავაზებას დათანხმდა - 170 მილიონი ევრო + 10 მლნ ბონუსების სახით.

გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA-ს ცნობით, "სამეფო კლუბი" მბაპეს ტრანსფერს ხვალ დაადასტურებს.

ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი ჯერ მადრიდს ესტუმრება, შემდეგ კი საფრანგეთის ნაკრების განკარგულებაში წავა.