პსჟ რეალის შეთავაზებას დათანხმდა, მბაპეს ტრანსფერი დაიხურა — MARCA
დღეს, არაერთი სანდო და ავტორიტეტული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "რეალმა" "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრანსფერზე საბოლოო წინადადებით მიმართა.
როგორც აღინიშნება, მადრიდულმა გრანდმა პარიზელებს 22 წლის ფრანგის სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 170 მილიონი ევრო შესთავაზა + 10 მლნ ბონუსების სახით.
ახლა კი, გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA იტყობინება, რომ "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა ამ წინადადებას დათანხმდა და ტრანსფერი ხვალ ოფიციალურად დადასტურდება.
აქამდე გავრცელებული ცნობით, ფრანგები მბაპეს სანაცვლოდ 220 მილიონს ითხოვნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი ზემოთაღნიშნულმა წინადადებამაც დააკმაყოფილა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა კილიანს "პსჟ"-სთან მომავალ ზაფხულს ეწურება და ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი არაერთხელ თქვა, რადგან სწორედ "რეალში" გადასვლა უნდა.