სივასპორს გადაუარეს! ხოჭოლავა და კოპენჰაგენი კონფერენს ლიგის ჯგუფში შევიდნენ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა დანიურ კოპენჰაგენთან ერთად კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
კოპენჰაგენმა კონფერენს ლიგის პლეი-ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში თურქული სივასპორი 7-1 დაამარცხა. პირველი შეხვედრა სივასში 2-1 მოიგეს, სახლში კი 5-0.
სხვათაშორის, სივასპორმა კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის დინამო დაამარცხა.
დავით ხოჭოლავა კოპენჰაგენს შახტარიდან 2021 წლის ზაფხულში 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.