ავტორიზაცია

As: რეალი მბაპესთვის ზიდანის ლეგენდარული 5-ნომრიანი მაისურის მიცემას გეგმავს

As: რეალი მბაპესთვის ზიდანის ლეგენდარული 5-ნომრიანი მაისურის მიცემას გეგმავს
თარიღი 27 აგვ 2021, 13:16

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს არის. ისმის კითხვა - "სამეფო კლუბში"ტრანსფერის შემთხვევაში, რა ნომერს მოირგებს ფრანგი?

As-ის ინფორმაციით, "ბლანკოსი" "პსჟ"-ს ფორვარდს უმზადებს ხუთნომრიან მაისურს, რომლითაც თამაშობდა მისი ლეგენდარული თანამემამულე და კუმირი - ზინედინ ზიდანი.

აღნიშნული ნომრით "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამჟამად ირიცხება ხესუს ვალიეხო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თანახმაა თუ არა ფეხბურთელი ნომრის დათმობაზე.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 22-წლის შემტევი თამაშობს 10-ნომრით, პარიზში კი 7, "რეალში" ერთი ეკუთვნის ლუკა მოდრიჩს, მეორე - ედენ აზარს.

მადრიდულ გუნდში ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა 19-ნომერი, რომელიც ეკუთვნოდა ალვარო ოდრიოსოლას, თუმცა ის განათხოვრების წესით ფლორენციის "ფიორენტინაში" გადავა.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბს" "ლურჯ-წითლების" შვიდიანის ტრანსფერი დაუჯდება 170 მილიონი ევრო, დამატებით 10 მილიონს ფრანგები ბონუსის სახით მიიღებენ.

რეალი 2022 წლის ზაფხულში პოგბას ტრანსფერზე იმუშავებს - ინგლისური პრესა