რას შეპირდა მბაპე პსჟ-ს, რეალში ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში?
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე ძალიან ახლოს არის მადრიდის "რეალში" გადასვლასთან. "პსჟ" განიხილავს "სამეფო კლუბის" წინადადებას - 170 მილიონს + 10 მილიონი ბონუსად.
თავად ფრანგ თავდამსხმელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "ბლანკოსში" გადასვლა და გავრცელდა ცნობაც, რომ ის თავის პარიზელ თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა.
L’Équipe-ის თანახმად, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლის ჩაშლის ალბათობა მაინც არსებობს და ამ შემთხვევაში, "ლურჯ-წითლების" ფორვარდმა თავისი კლუბის წინაშე სიტყვა დადო.
"პარი სენ-ჟერმენის" შვიდიანი არ გაამწვავებს სიტუაციას გუნდში და მისი მხრიდან არც კონფლიქტის მცდელობა იქნება. 22-წლის შემტევი მშვიდად ჩაამთავრებს სეზონს "პსჟ"-ში, შემდეგ კი "რეალში" უფასოდ გადავა.