მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება

ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების სექტემბრის შეკრებაზე გამოცხადდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგის გუნდები შეთანხმდნენ, კორონავირუსის გამო წითელ ზონაში მყოფ ქვეყნებში საკუთარი ფეხბურთელები არ გაეშვათ. GOAL.GE-ს ინფორმაციით, "ღამურების" 20 წლის კარის დარაჯი საქართველოში ჩამოვა.
საქართველოს ნაკრები სექტემბერში 3 მატჩს გამართავს. 2 სექტემბერს კოსოვოსთან, 5 სექტემბერს ესპანეთთან და 8 სექტემბერს ბულგარეთთან.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და ლა ლიგაში გუნდთან ერთად 2 შეხვედრაც ითამაშა.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია