ალეგრიმ დაადასტურა - კრიშტიანუ რონალდუმ იუვენტუსის დატოვება მოითხოვა

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გუნდის დატოვება სურს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტურინულ გუნდს წასვლის სურვილი ღიად გამოუთქვა და ამის გამო, დღევანდელი ვარჯიშშიც არ მიიღო მონაწილეობა.
დიდი ალბათობით, კარიერას რონალდუ „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს, რომელთანაც „იუვე“ ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„რონალდუმ გუშინ მითხრა, რომ გუნდის დატოვება დაუყონებლივ სურს. სწორედ ამიტომ არ ივარჯიშა მან დღეს და არც „ემპოლისთან“ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
„მისით იმედგაცრუებული არ ვარ. კრიშტიანუს „იუვენტუსის“ დატოვება სურს და ეს მისი არჩევანია, აქ გატარებული სამი წლის შემდეგ ის ახალ კლუბს მოიძიებს, რაც ცხოვრების ნაწილია.“
კრიშტიანუ „იუვენტუსში“ 2018 წელს მადრიდის „რეალიდან“ 117 მილიონ ევროდ გადავიდა.