"მან იცის, რომ აქ ვართ", - სოლსკიაერმა კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება არ გამორიცხა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი არ გამორიცხა.
„კრიშტიანუ რონალდუ? მასთან ყოველთვის კარგი კომუნიკაცია გვქონდა. ვიცი, რომ ბოლო პერიოდში ბრუნოც ხშირად ესაუბრებოდა და მან თავადაც იცის, რას ვფიქრობთ მასზე.
კრიშტიანუ რონალდუ ამ კლუბის ლეგენდაა, მე თუ მკითხავთ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიც. გამიმართლა, რომ მის გვერდით თამაშის შანსი მომეცა. ვნახოთ, რა მოხდება.
თუ ის „იუვენტუსიდან“ წასვლას აპირებს, მან იცის, რომ ჩვენ აქ ვართ.“ - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“.
გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი „იუნაიტედის“ თანაქალაქელ „მან.სიტიში“ გადასვლასთან არის ახლოს, მისი წასვლა „იუვენტუსიდან" უკვე გადაწყვეტილი ამბავია.