ავტორიზაცია

"სიტიში გადასვლა? არასდროს! ჩემი გული იუნაიტედს ეკუთვნის", - რონალდუს წარსულში ნათქვამ ფრაზებს ახსენებენ

"სიტიში გადასვლა? არასდროს! ჩემი გული იუნაიტედს ეკუთვნის", - რონალდუს წარსულში ნათქვამ ფრაზებს ახსენებენ
თარიღი 27 Aug 2021, 16:31

გამოცემა Football Italia-მ კრიშტიანუ რონალდუს სიტყვები გაიხსენა იმის შესახებ, რომ ის „მანჩესტერ სიტიში“ არასდროს არ გადავიდოდა.

პორტალმა პორტუგალიელის რამდენიმე ფრაზა გაიხსენა, რომელიც მან სხვადასხვა ინტერვიუებში თქვა:

„სიტიში“ გადასვლა? არასდროს. მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ და შეიძლება „იუნაიტედისთვის“, „არსენალისთვის“ და „ჩელსისთვის“ პრობლემად იქცნენ, მაგრამ ეს მე არ მაინტერესებს.

„სიტიში“ თამაში „იუნაიტედის“ ნაცვლად? ამის გაკეთებას არ ვაპირებ. რატომ? იმიტომ რომ ჩემი გული „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეკუთვნის.

შემიძლია ვთქვა, რომ „სიტიში“ თამაში „იუნაიტედის“ გამო ძალიან გამიჭირდებოდა.

ფიქრობთ, რომ ფული აზრს შემაცვლევინებს? მე ასე არ ვფიქრობ. მგონია, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა. თუ ფულზე მიდგა საუბარი, ყატარში წავალ. საქმე ფულში კი არა, ვნებაშია.“ - ციტირებს იტალიური გამოცემა რონალდუს სიტყვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „სიტი“ რონალდუს 2023 წლამდე კონტრაქტს სთავაზობს, მისი ხელფასი კი 14-15 მილიონი ევრო იქნება. „იუვენტუსთან“ შედარებით, მას ხელფასის 50%-ით დაკლება მოუწევს.