ავტორიზაცია

რატომ სიტი და არა იუნაიტედი? - რონალდუს მოსალოდნელი ტრანსფერის ახალი დეტალები

რატომ სიტი და არა იუნაიტედი? - რონალდუს მოსალოდნელი ტრანსფერის ახალი დეტალები
თარიღი 27 Aug 2021, 11:27

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ძალიან ახლოს არის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან. გავრცელებული ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი" და "ქალაქელები" ბოლო დეტალებს აგვარებენ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლურჯებთან" მოლაპარაკებამდე, ჟორჟე მენდეშმა პორტუგალიელი თავდამსხმელი შესთავაზა "მანჩესტერ იუნაიტედს", თუმცა უარი მიიღო.

"წითელმა ეშმაკებმა" განუმარტეს პორტუგალიელ აგენტს, რომ ისინი "ბიანკონერის" შემტევით დაინტერესებულები არ არიან, ამის მიზეზი იყო ფეხბურთელის ასაკი და მაღალი ხელფასი.

სწორედ "მანკუნიანელების" უარის შემდეგ ჩაერთო საქმეში ხოსეპ გვარდიოლა. არაა გამორიცხული, რომ "იუვენტუსის" შვიდიანის "ეტიჰადზე" ტრანსფერი დღესვე დაიხუროს.

როგორც ცნობილია, პირენეელი ბომბარდირის ყოველწლიური ხელფასი "მან სიტიში" იქნება 15 მილიონი ევრო, ტურინელები მის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონს მიიღებენ.