ავტორიზაცია

BREAKING: რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერი მალე დაიხურება!

BREAKING: რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერი მალე დაიხურება!
თარიღი 27 Aug 2021, 19:31

"მანჩესტერ იუნაიტედი" "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

მანიკუნიანელებმა "ბიანკონერისა" და პორტუგალიელის აგენტ ჟორჟე მენდეშს ოფიციალური წინადადებებით უკვე მიმართეს.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა, დოკუმენტები კი უახლოეს პერიოდში უნდა გაფორმდეს.

თავის მხრივ, ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, რონალდუ "ეშმაკუნებთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 25 მილიონი ფუნტი იქნება.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ 36 წლის სუპერვარსკვლავისთვის ბრძოლას "მანჩესტერ სიტი" ჩამოშორდა.

შეგახსენებთ, რონალდუ "იუნაიტედის" ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდე იცავდა.