მანჩესტერ იუნაიტედი კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს!

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიშტიანუ რონალდუს თაობაზე „იუვენტუსისთვის“ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს.
ინფორმაციას „ტვიტერში“ ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ადასტურებს.
„მანჩსტერ იუნაიტედი კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტის თაობაზე ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს, რომელსაც ჟორჟე მენდეში უახლოეს პერიოდში მიიღებს.
კრიშტიანუმ თავის აგენტს უთხრა, რომ „იუნაიტედში“ წარმოუდგენელი ქამბექისთვის მზად არის. კონტრაქტი უახლოეს საათებში გაგზავნილი იქნება, მხარეები 2-წლიან ხელშეკრულებაზე საუბრობენ.
„მანჩესტერ სიტი“ ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშა.“ - წერს ჟურნალისტი.
როგორც ჩანს, კრიშტიანუს დაბრუნება „ოლდ ტრაფორდზე“ უფრო და უფრო რეალური ხდება...