მანჩესტერ სიტი კრიშტიანუ რონალდუსთვის ბრძოლას გამოეთიშა

„მანჩესტერ სიტი“ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე მუშაობას გამოეთიშა.
ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“ იტყობინება, რომ კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ სიტიში“ არ გადავა - კლუბმა ასეთი გადაწყვეტილება უახლოეს წუთებში მიიღო.
იტალიელი ინსაიდერი იმასაც უსვამს ხაზს, რომ „სიტის“ რონალდუსთან არც პირადი კონტრაქტი და არც „იუვენტუსთან“ სატრანსფერო თანხა შეთანხმებული არასდროს არ ჰქონია.
ამრიგად, ამ ეტაპზე დარჩა ერთადერთი გუნდი, რომელიც კრიშტიანუსთვის იბრძვის - „მანჩესტერ იუნაიტედი“.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-2009 წლებში ასპარეზობდა, საიდანაც შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადავიდა.