BREAKING: საქმეში იუნაიტედიც ჩაერთო - რონალდუს ოლდ ტრაფორდზე დაბრუნება რეალური ხდება

„მანჩესტერ იუნაიტედს“ იმედი აქვს, რომ კრიშტიანუ რონალდუს „სიტიში“ გადასვლას ბოლო მომენტში ჩაშლის და ფეხბურთელს თავისთან დაიბრუნებს.
MEN-ის ინფორმაციით, კლუბის მფლობელები ამ იდეით შეპყრობილები არიან და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ.
რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ფეხბურთელის გადაბირება ორივე მანჩესტერულ კლუბს შესთავაზა და მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა სულ „სიტიზე“ იწერება, „ქალაქელებს“ ჯერ „იუვენტუსისთვის“ ოფიციალურად არ მიუმართავთ, საუბარი მხოლოდ ფორმალურად მიმდინარეობს.
ამრიგად, „იუვენტუსიდან“ რონალდუს წასვლა კი გადაწყვეტილია, თუმცა თუ რომელ მანჩესტერულ კლუბში გააგრძელებს ის კარიერას - ჯერჯერობით არა!
რონალდუსადმი ინტერესს ადასტურებს „მან.იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის სიტყვებიც, რომელმაც დასძინა, რომ თუ ფეხბურთელს „იუვედან“ სურს წასვლა, ისინი მზად არიან.