ავტორიზაცია

სატრანსფერო სიგიჟეები გრძელდება — იუვენტუსი რონალდუს შემცვლელად აზარს მოიაზრებს!

სატრანსფერო სიგიჟეები გრძელდება — იუვენტუსი რონალდუს შემცვლელად აზარს მოიაზრებს!
თარიღი 27 Aug 2021, 19:41

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელს ეძებს, რომელიც ძალიან მალე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA იტყობინება, "ბებერი ქალბატონი" პორტუგალიელის შემცვლელად "რეალის" შემტევის, ედენ აზარის დამატების შესაძლებლობას განიხილავს.

თავად ბელგიელს "რეალში" დარჩენა უნდა, მაგრამ ესმის, რომ გუნდში კილიან მბაპეს მისვლა მის სათამაშო დროზე იმოქმედებს.

"იუვენტუსს" 30 წლის სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდება უნდა, მაგრამ დიდი თანხის გადახდას არ აპირებს, ამიტომაც მისი იჯარით დამატების იმედი აქვს.

მოგეხსენებათ, "რეალმა" აზარი 2019 წლის ზაფხულში "ჩელსიდან" დაიმატა და ტრანსფერი 115 მილიონი ევრო დაუჯდა.