"კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კრიშტიანუ!", - რონალდუს სრული სტატისტიკა პრემიერ ლიგაში

თვითერზე ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური გვერდი ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას გამოეხმაურა.
"კრ7 "მანჩესტერ იუნაიტედში" ბრუნდება.
👕 196 მატჩი, ⚽️ 84 გოლი, 🅰️ 34 ასისტი, 👟 ერთი "ოქროს ბურთი", ორი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, 3 პრემიერ ლიგის ტიტული.
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კრიშტიანუ! 👋", - წერს პრემიერ ლიგა თვითერში.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ "ემიუს" ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდეც იცავდა, შემდეგ "რეალში" (2009-2018) გადავიდა, მადრიდიდან კი - "იუვენტუსში".
"იუნაიტედის" რიგებში გამოცდილ სუპერვარსკვლავს პრემიერ ლიგა 3-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 2-ჯერ, ქვეყნის თასი კი ერთხელ აქვს მოგებული.
აგრეთვე, რონალდუ 2008 წელს მანჩესტერელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
რა ბედი ეწევა კავანის მანჩესტერ იუნაიტედში რონალდუს დაბრუნების შემდეგ?