კარლო ანჩელოტი კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებას გამოეხმაურა

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას გამოეხმაურა.
"კარგია, რომ რონალდუ ბრუნდება გუნდში, რომელიც ძალიან უყვარს, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში ბრწყინვალედ ასპარეზობდა".
"ემიუს" მთავარ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც თავად კლუბთან", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
მოგეხსენებათ, ანჩელოტი და რონალდუ 2013 წლიდან 2015 წლამდე ერთად სწორედ "რეალში" მუშაობდნენ.