ავტორიზაცია

"იუვენტუსს ჩემი გული და სული მივეცი", - რონალდუმ გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა

"იუვენტუსს ჩემი გული და სული მივეცი", - რონალდუმ გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა
თარიღი 27 Aug 2021, 21:19

ტურინის "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

"დღეს მე ვტოვებ ბრწყინვალე კლუბს, უდიდესს იტალიაში და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს მთელ ევროპაში. ჩემი გული და სული მივეცი "იუვენტუსს" და ყოველთვის მეყვარება ტურინი, ბოლო დღემდე".

"იუვენტუსის" გულშემატკივრები ყოველთვის პატივს მცემდნენ და ვცდილობდი ამ პატივისცემისათვის მათთვის მადლობა გადამეხადა, ყველა მატჩში, ყველა სეზონში, ყველა ტურნირზე ვიბრძოდი".

"საბოლოო ჯამში, შეგვიძლია უკან გავიხედოთ და მივხვდებით, რომ შესანიშნავ შედეგებს მივაღწიეთ. არა ყველაფერს, რაც გინდოდა, მაგრამ ერთად საკმაოდ ლამაზი ისტორია დავწერეთ".

"ყოველთვის თქვენიანი ვიქნები. ახლა თქვენ ჩემი ისტორიის ნაწილი ხართ, მე კი თქვენი ისტორიის ნაწილად ვგრძნობ თავს. იტალია, "იუვენტუსი", ტურინი, გულშემატკივრები, ყოველთვის ჩემს გულში იქნებით", - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.