ავტორიზაცია

BREAKING: მადრიდის რეალმა პარი სენ-ჟერმენს ულტიმატუმი წაუყენა

BREAKING: მადრიდის რეალმა პარი სენ-ჟერმენს ულტიმატუმი წაუყენა
თარიღი 28 Aug 2021, 14:51

მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ ჟერმენს“ ულტიმატუმი წაუყენა.

როგორც ფრანგული გამოცემა Le Parisien იტყობინება, ესპანეთის დედაქალაქიდან საფრანგეთში ფორმალური ულტიმატუმი მოვიდა - კილიან მბაპეს ტრანსფერი ან კვირას (ხვალ) საღამომდე უნდა დაიხუროს, ან მადრიდელები საკუთარ შემოთავაზებას გააუქმებენ და ფრანგ ფეხბურთელს მომავალ ზაფხულამდე დაელოდებიან.

როგორც იცით, 23 აგვისტოს „რეალმა“ „პსჟ-ს“ მბაპეს სანაცვლოდ 160 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი არაფორმალურად მიიღო - პარიზელებმა ეს შემოთავაზება იმდენად არასაკმარისად მიიჩნიეს, რომ „რეალს“ პასუხიც არ გასცეს და მხოლოდ ფრანგულ პრესაში ჩაუშვეს ინფო, რომ უარს ამბობენ.

ორი დღის წინ, „რეალმა“ პარიზელებს კიდევ ერთი, 170+10 მილიონიანი შეთავაზებით მიმართა და პასუხს დღემდე ელოდება, პარიზელები ჯერჯერობით ფიქრობენ. 

როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესს ლოდინი მობეზრდა და „პსჟ-ს“ ულტიმატუმი წაუყენა: ან ხვალ საღამომდე დათანხმდით ამ შემოთავაზებაზე, ან მბაპეს მომავალ ზაფხულს უფასოდ წავიყვანო.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღე რჩება.