გადაწყვეტილება მიღებულია — დატოვებს თუ არა კავანი მანჩესტერს რონალდუს დაბრუნების შემდეგ?
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს "ემიუში" დაბრუნების შემდეგ, "ეშმაკუნების" თავდამსხმელი, ედინსონ კავანი გუნდს დატოვებს.
მიუხედავად ამისა, როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 34 წლის ურუგვაელი მანიკუნიანელთა რიგების დატოვებას არ აპირებს.
ამასთანავე, აღინიშნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასაც არ უნდა კავანის გაშვება და მის შენარჩუნებას გეგმავს.
გასულ სეზონში ედინსონმა მანჩესტერელთა მაისურით 39 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა კავანის "იუნაიტედთან" 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.