ავტორიზაცია

ევერტონი ხამეს როდრიგესს სხვა კოლუმბიელ ფეხბურთელში ცვლის — ფაბრიციო რომანო

ევერტონი ხამეს როდრიგესს სხვა კოლუმბიელ ფეხბურთელში ცვლის — ფაბრიციო რომანო
თარიღი 28 აგვ 2021, 17:22

"პორტუს" თავდამსხმელი, ლუის დიასი შესაძლოა "ევერტონში" გადავიდეს, იტყობინება ფაბრიციო რომანო.

გავლენიანი ჟურნალისტის ინფორმაციით, 24 წლის კოლუმბიელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები სწრაფად მიმდინარეობს.

როგორც ვარაუდობენ, საპირისპირო მიმართულებით ხამეს როდრიგესი გაეშურება, თუ პორტუგალიური კლუბი 30 წლის კოლუმბიელს ხელფასზე შეუთანხმდება.

თავის მხრივ, ხამესის "კანფეტების" რიგებიდან აბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის გეგმებში არ შედის.

გასულ სეზონში დიასმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში. აგრეთვე, კოპა ამერიკაზე, რომელიც ხამესმა გამოტოვა, მან 5 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.