პსჟ ფიქრობს, რომ დორტმუნდი ჰოლანდს 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს — ESPN
"პარი სენ ჟერმენი" ამ ზაფხულს "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებას გეგმავს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, პარიზულ კლუბში ფიქრობენ, რომ 200 მილიონ ევროიანი შეთავაზება ბორუსიელებს დააკმაყოფილებთ.
სავარაუდოდ, ნორვეგიელი მაღალ ხელფასს მოითხოვს, აგენტ მინო რაიოლასთვის გადასახადი საკომისიოც დიდი იქნება, მაგრამ "პსჟ"-ში დარწმუნებულები არიან, რომ ამ ტრანსფერის დახურვა კლუბს შეუძლია.
შეგახსენებთ, მომავალ ზაფხულს ჰოლანდის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი ამოქმედდება, რომელიც 75 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ფორვარდმა გერმანიის ჩემპიონატში 3 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.