ჭიკაძე: "მადლობა ქართველ ქომაგებს, ისინი დილით ადრე იღვიძებენ ჩემი ბრძოლების სანახავად"
ედსონ ბარბოსას დამარცხების შემდეგ, გიგა ჭიკაძემ ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც შეეხო რამდენიმე საინტერესო საკითხს, მათ შორის მომავალ საავარაუდო მეტოქეებსაც:
"ვინ იქნება შემდეგი? მსურს სატიტულო ბრძოლა, თუმცა თუ ეს არ გამოვა, მაშინ ჰოლოუეისთან დაპირისპირებას ვისურვებდი. მან ჩემს შესახებ ყველაფერი იცის და მე მზად ვარ.
დავაფინიშე მებრძოლები, რომლებიც არიან ამ სპორტის ცოცხალი ლეგენდები და გაჩერებას ჯერ არ ვაპირებ. აქ იმისთვის ვარ, რომ საუკეთესოები დავამარცხო - ეს არის ჩემი მიზანი.
მინდა მივმართო ქართველ გულშემატკივრებს და მადლობა გადავუხადო მათ. ისინი იღვიძებენ დილით ადრე ჩემი ბრძოლების სანახავად. გაუმარჯოს საქართველოს, გილოცავთ მარიამობას!".
შეგახსენებთ, რომ ქართველ მებრძოლს UFC-ში დაუგროვდა შვიდი გამარჯვება. ბარბოსა დამარცხებული იქნა მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით. ვულოცავთ "ნინძას" კიდევ ერთხელ.