მიულერი: "რონალდუსა და მესის ერთ გუნდში ხილვას ვისურვებდი, ძალიან გამიხარდებოდა"

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა განაცხადა, რომ ლეგენდარული ფორვარდების, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ერთ გუნდში ხილვა გაუხარდებოდა.
"ძალიან ვისურვებდი იმის ხილვას, თუ როგორ თამაშობს კრიშტიანუ რონალდუ "პსჟ"-ში მესისთან ერთად, თუ მბაპე წავა", - ციტირებს გერმანელი ფეხბურთელის სიტყვებს Twitter Bayern & Germany.
მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ბარსელონადან" "პარი სენ ჟერმენში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, 36 წლის პორტუგალიელი კი "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა.
რაც შეეხება მბაპეს, 22 წლის ფრანგმა შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს, რის შესახებაც პრესაში ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტიურად იწერება.