ავტორიზაცია

"ჩემთვის ის მხოლოდ მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ არის", - ფლიკმა გერმანიის ნაკრების კაპიტანი დაასახელა

"ჩემთვის ის მხოლოდ მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ არის", - ფლიკმა გერმანიის ნაკრების კაპიტანი დაასახელა
თარიღი 30 Aug 2021, 00:13

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა განაცხადა, რომ გოლკიპერი, მანუელ ნოიერი გუნდის კაპიტნად რჩება.

"მანუელი გერმანიის ნაკრების კაპიტნად რჩება. ჩემთვის ის არა მხოლოდ მსოფლიო დონის ფეხბურთელი, არამედ ბრწყინვალე ადამიანიცაა, რომელსაც შეუძლია გუნდს უხელმძღვანელოს. ეს არის ის, რაც კაპიტნისგან მჭირდება", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Twitter Bayern & Germany.

მოგეხსენებათ, ფლიკმა, რომელიც გასული სეზონის ბოლომდე მიუნხენის "ბაიერნს" ედგა სათავეში, "ბუნდესთიმთან" კონტრაქტი 2021 წლის 25 მაისს გააფორმა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 56 წლის გერმანელ სპეციალისტს ეროვნულ გუნდთან 2024 წლამდე აკავშირებს და ძალაში 1 ივლისიდან შევიდა.